კომპანია კლიენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახდენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ საფუძველზე.
ამიტომ:
- კლიენტის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ კლიენტის თანხმობითა და ნებით;
- კლიენტის პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირს გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (კლიენტის ნება, საგამოძიებო და/ან სასამართლო და/ან სხვა უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნა და ა.შ.);
- კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს კლიენტის საკონაქტო მონაცემები, მათ შორის საკუთარი სარეკლამო და/ან მარკეტინგული მიზნებისათვის (სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა, შეთავაზებები და ა.შ.). კლიენტს უფლება აქვს გააუქმოს კომპანიის მიერ აღნიშნული შეთავაზებების გაგზავნის სერვისი;