ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებაა, მოაწოდოს კლიენტებს მაღალი ხარისხის ლაქ-საღებავები და მასალები, სამღებრო და ავტოსერვისის აღჭურვილობა, ასევე პროფესიონალების მომზადება კოლორისტიკისა და სამღებრო საქმეში.
კომპანიის განვითარება განისაზღვრება სტრატეგიული პარტნიორობით კონცერნ PPG Industries (აშშ) – მსოფლიო ლიდერთან სპეციალური დანიშნულების მასალების წარმოებაში.
ჩვენი ტექნიკური მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, ინარჩუნებენ მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობას, შეისწავლიან ინოვაციური ღებვისა და ფერდასმის ტექნოლოგიებს სასწავლო ცენტრ PPG Industries კომპანიაში.
შეძენილ გამოცდილებასა და ცოდნას, ისინი წარმატებით იყენებენ მომხმარებელთან, სარემონტო სპეციალისტებთან კონსულტირებისა და ტრეინინგების დროს საკუთარ სასწავლო ცენტრში.
კლიენტებს ვთავაზობთ ლაქ-საღებავების და მასალების ფართო ასორტიმენტს, რომელიც გამოიყენება როგორც ავტომობილებისთვის, ასევე სატვირთო და სამეურნეო ტექნიკისათვის.
პროდუქციის შეკვეთისათვის კლიენტმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:
- დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე (შეავსოს მითითებული საინფორმაციო გრაფები);
- განახორციელოს ელექტრონული შეკვეთა
- მიუთითოს საბანკო რეკვიზიტები საიდანაც განხორციელდება შეკვეთის საფასურის ავტომატური ჩამოჭრა
- დაადასტუროს თანხის ჩამოჭრა